კალაძე: ვისაც ტაქსის ლიცენზიის აღების სურვილი აქვს, 11 ადგილია – 10 გამგეობა და თბილისის მერია

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“საოგადოებრივი ტრანსპორი უნდა იყოს მოწსრიგებული , განახლებული, ყველაზე სწრაფი და კომფორტილი . მხედველობაში მაქვს როგორც ავტობუსები , მიკროავტობუსები, მეტრო და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაწყებული. ტაქსების რეფორმა არის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება . გვინდა ტაქსები იყოს ქალაში მოწერიგებული , გამართული და სუფთა.

როგორც იცით, 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას. ტაქსის ნებართვის მფლობელებს, ასევე, იმ პირებს, რომლებსაც სურთ ამ ნებართვის აღება, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს და მიიღონ ნებართვა.

უბრალოდ ისე არ მოხდეს , რომ შარშან იყო როდესაც ბოლო დღეების განმავლობაში უველა მიაწყდა იუსტიციის სახლს და საოცრება ხდებოდა . კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ მსურველებს არის 11 ადგილი , 10 გამგეობა და დედაქალაქის მერია სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ ლიცენზია დღეს უკვე 18 სექტემბერია და ნუ გადადებთ ამ საქმეს.-“ განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად