კალაძე: ვერეს ხეობაში მშენებლობისთვის საშიში ადგილებია, ჩვენ იქ არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას

“არის ისეთი მონაკვეთები, რომელიც განვითარებისთვის, მშენებლობისთვის არის საშიში და ჩვენ იქ ვერ გავცემთ და არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას”,-ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა მემორიალთან, რომელსაც დედაქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო. კალაძის განცხადებით, მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად მერიამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.

„თვითონ სამუშაოებს რაც შეეხება, მას შემდეგ იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან თუ რა უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო საალარმე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ეს იყო ცხაურები, კონკრეტული ლოკაციები იყო მოცემული, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. ანუ ყველაფერი ის, რაც იყო რეკომენდირებული, რეკომენდაციები გაცემული, ყველაფერი არის გაკეთებული. ვერეს ხეობაში გვაქვს ისეთი ადგილები, რომლებიც პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა არის ისეთი მონაკვეთები, რომელიც განვითარებისთვის, მშენებლობისთვის არის საშიში და ჩვენ იქ ვერ გავცემთ და არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას,“- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...