A1 ბანერი

კალაძე: ველოდით ასეთ შედეგს, მაგრამ დაველოდოთ ცესკოს მონაცემებს

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი დაახლოებით იმ შედეგებს ელოდა არჩევნებში, რაც მიიღო. ამის შესახებ კალაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ველოდებოდით პირველ ტურში გამარჯვებას. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში პულსზე გვედო ხელი. უამრავი შეხვედრა გვქონდა და ვგრძნობდით თუ რამხელა მხარდაჭერა იყო. შესაბამისად, ჩვენ ვიცოდით თუ რა განწყობები იყო საზოგადოებაში. ვიცოდით, რომ პირველ ტურში ძალიან დიდი ალბათობა იყო რო არჩევნები დამთავრებულიყო და მართლაც ასე მოხდა. დაველოდოთ ცესკოს შედეგებს",- განაცხადა კალაძემ.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. 

ტელეკომპანია "იმედის" ეგზიტპოლის თანახმად, თვითმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე 53 %-ით ლიდერობს.

ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს 14% აქვს, ალეკო ელისაშვილსაც 14% აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...