კალაძე: ვაკეში ადგილობრივი მოსახლეობისთვის და შშმ პირებისთვის პარკირება იქნება უფასო

ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძის და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები განთავსდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შეუძლია.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ უკვე კონკრეტულ უბნებში დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ბევრი ადამიანი სარგებლობს. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ზოგადად, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველაფერი, რისგანაც შედგება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვაკის რაიონშიც, ისევე, როგორც სხვა უბნებში, პარკირების ღირებულება 1 საათი 1 ლარი იქნება.
„ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე, უფასო იქნება შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. უფასო პარკირებით ისარგებლებენ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებიც, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება 1 საათი, ხოლო პირველი 15 წუთი უფასო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად