კალაძე უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა

” რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა. ეს ჩემი მოსაზრებაა”,-ასე ეხმაურება, უვადო მოსამართლეების დამტკიცებას დედაქალაქის მერი კახი კალაძე.

“ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად რაც შეეხება თვითონ მოსამართლეებს, ალბათ მათგან, ვინც იქნა დამტკიცებული, არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა.

მთავარი არის ის, რომ იყო ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება, ვინც იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შსს, ყველაფერი იყო ეს ადამიანი,”- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად