კალაძე უგულავას მიერ “ხელმოწერილ 50 მილიონზე”: ეს ჩემი შეცდომა იყო

“დღეს ჩვნ მივემგზავრებით სტრასბურგში, სადაც მოხდება ინფორმირება სხვადასხვა ჯგუფების, თუ რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს. შევხვდებით ევროპარლამენტარებს და მათთან გიგი უგულავასთან დაკავშირებულ საქმეზეც ვისაუბრებთ” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გიგი გიგი უგულავა უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან ხელი მოაწერა 50 მილიონის მოპარვას, კახა კალაძემ განაცხადა:

“ეს ჩემი შეცდომა იყო. მე გავაკეთე არასწორი განმარტება ამასთან დაკავშირებით” – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა: “რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, უგულავამ 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო. თუ ადამიანს აქვს დანაშაული, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება,”- განაცხადა კახი კალაძემ.

კახა კალაძის ამ განცხადებას, მეორე დღესვე გამოეხმაურა გიგი უგულავა:

” თუ გინდათ ტოებით და ბიჭოებით მოგმართავთ, ან მის გარეშე რომ დღის ბოლომდე წარადგინით ჩემს მიერ ხელმოწერილი, განცხადება თუ ბრალის აღიარება რომ მე 50-მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, დღის ბოლოსთვის იქნებით ის, ვინც თქვენ ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით… მატყუარას ჟარგონულად რაც ჰქვია, თქვენივე წრეში კარგად მოიკითხეთ,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად