კალაძე: ცოტა გავიჭირვოთ, რაც კეთდება ულამაზესი და კარგად გაკეთებული იქნება(ვიდეო)

“რა თქმა უნდა ჭირს გადაადგილება, საცობებია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. იმისთვის, რომ ადამიანები ამას გაგებით ეკიდებიან. რა თქმა უნდა არის დისკომფორტი, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ქალაქისთვის, იმისთვის რიმ თბილისი იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით. იყოს კეთილმოწყობილი. გა არ იყოს პრობლემა ხვალ, ზეგ და ახალგაკეთებული ქუჩების ადათხრა არ მოგვიწიოს. ცოტა უნდა გავიჭირვოთ და ყველაფერ რაც კეთდება იქნება ულამაზესი, ძალიან მაგრად გაკეთებული და მოწყობილი”, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ხიდზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნობის დროს, ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

როგორც მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაციის შემდეგ საჭირო გახდა ხიდის მოწესრიგება. 

„ვინც ავტომანქანით გადაადგილდება, დამეთანხმება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბარათაშვილის აღმართი  შარშან გავაკეთეთ და გვინდა, მისი გაგრძელებაც მოწესრიგებული იყოს. ამ დროისთვის ხიდის ერთი მხარე ჩაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია. ამაღამ მოვასწრებთ ასფალტის ძველი  საფარის მოფრეზვას და ქვედა ფენები მოწესრიგდება. ორივე მხარის მოწყობას 6 დღე დასჭირდება. გარდა ამისა, რამდენიმე დღის განმავლობაში სანაპიროზე, კონკრეტულად იუსტიციის სახლის წინ, მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე, მიმდინარეობდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მუშაობდნენ „ყაზტრანსგაზი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, კონკრეტული ადგილები იყო ჩავარდნილი და რთული იყო ავტომანქანებით გადაადგილება, ასევე, იყო სანაპიროზე მტკვრის შემოვარდნის პრობლემა. გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა აღარ  იყოს. საგზაო ინფრასტრუქტურა ქვედა ფენებში უკვე მოწყობილია მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე და მარიამობის დღესასწაულამდე მთლიანად მოწესრიგდება ყველაფერი – „ამბასადორთან“ ჩამოსასვლელიც და ბარათაშვილის ხიდიც”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ამასთან, მერმა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბუდაპეშტის ქუჩის სამუშაოები ფაქტობრივად, მთლიანად დასრულებულია, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და განათების ბოძების მონტაჟი, ასფალტის ზედა ფენების დაგება კი რამდენიმე დღეში დაიწყება. რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, უახლოეს დღეებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ვარაზის ხევიდან დაიწყება.

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on კვირა, 18 აგვისტო, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად