კალაძე: ცენტრალურ ხელისუფლებაში ვინ რა მივლინებაში დადის და რა ხარჯები აქვს, მე საიდან უნდა ვიცოდე?!

ცენტრალურ ხელისუფლებაში ვინ რა მივლინებაში დადის და რა ხარჯები აქვს, მე საიდან უნდა ვიცოდე? – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამთავრობო ხარჯებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, “ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამივლინებო ხარჯების კუთხით 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა, რაც გასულ წელს არსებულ ხარჯებს ბევრად აღემატება“, კახა კალაძე აცხადებს, რომ მას ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

“ცენტრალურ ხელისუფლებაში ვინ, რა მივლინებაში დადის და რა ხარჯები აქვს, მე საიდან უნდა ვიცოდე. ალბათ, მივლინებები იყო უფრო მეტი, აბა, სახლში არავინ წაიღებდა,“ -ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...