კალაძე: თითო-ოროლა კონგრესმენის მეგობრული კომენტარი ჩემთვის საინტერესო არ არის

ასე აფასებს, თბილისის მერი კახი კალაძე კონგრესმენ მალინის საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილ წერილს.

“ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ განხორციელებულ მოვლენებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის მეგობრული კომენტარი ჩემთვის საინტერესო არ არის,” – განაცხადა კახი კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.

კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს.

მალინი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით შეშფოთებულია.

“როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ გაუარესებას ეხება.

ამის გათვალისწინებით, მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად