კალაძე: თბილისში ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ძეგლები დაიდგმება

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვფიქრობ, ჟიული შარტავა და გურამ გაბისკირია იმსახურებენ რომ დედაქალაქში მათი ძეგლები არსებობდეს. ჩვენ ყველას გვახსოვს ის წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა, ეს ადამიანები ფაქტობრივად ბოლო გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან.

ყველას გვახსოვს ის სიტყვები, როდესაც მათ ეუბნებოდნენ – „დაიჩოქეთ და შეაგინეთ ქართველებს“ და მათი პასუხი იყო – „არასდროს ცხოვრებაში“. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენგან იმსახურებენ ძეგლს. ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი გმირების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად