კალაძე: თბილისის მეტროს მომდევნო 3 წელიწადში 40 ახალი ვაგონი დაემატება

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“რაც კი მეტრო გაიხსნა, ასეთი მასშტაბური პროექტები არ განხორიციელებულა. ჩვენ ვაგრძელებთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, დღეს ყველანაირი რესურსი ამოწურული გვაქვს. აღარ დარჩა ვაგონი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება. ამიტომ, დავიწყეთ მუშაობა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება, ეს არის ახალი ვაგონების შესყიდვა.

დაახლოებით 40 ვაგონი იქნება პირველ ეტაპზე შეძენილი, ამ წუთებში მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა. ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, როგორ უნდა მოხდეს ვაგონების შესყიდვა. დაახლოებით 60 მილიონი ჯდება ახალი ვაგონების შესყიდვა. დაახლოებით 3 წელიწადში მთლიანად უნდა იქნეს მოწოდებული”-ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად