კალაძე ტაქსის მფლობელებს: 10 აგვისტოს იწურება ვაუჩერების გაცემის ვადა

“ტაქსის რეფორმაზე რადგან ვსაუბრობთ, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ტაქსის მფლობელებს, რომ 10 აგვისტოს იწურება ვაუჩერების გაცემის ვადა. არ მოხდეს ისე, რომ ვინმემ ვერ ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით, ამიტომ კიდევ ერთხელ ვახსენებთ საზოგადოებას ამ თემას” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ ახდომაზე განაცხადა.

არაერთხელ გვითქვამს და ისევ გავიმეორებ- A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ მივიდნენ taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ მისამართზე და აიღონ, როგორც ღებვის ან ფირის გადაკვრის ვაუჩერი, ისე ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ეს უკანასკნელი არის სრულიად უფასო და უპირობო. გარდა ამისა, ბრენდირებულ ტაქსებს გადაეცემათ სპეციალური მანათობლებიც.

დარწმუნებული ვარ, როცა რეფორმის მეორე ეტაპიც განხორციელდება, ორივე მხარე, როგორც ტაქსის მფლობელები, ისე მომხმარებლები კმაყოფილები იქნებიან, რადგან, როგორც იქნა, მრავალწლიანი ქაოსის შემდეგ, ტაქსების საკითხი დალაგდება, გახდება უფრო მეტად მომგებიანი და მისაღები ორივე მხარისთვის” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...