კალაძე: ტაქსები იქნება თეთრი ფერის, მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: “ტაქსი თბილისი”

ტაქსის მანათობელ ნიშნებს, რომლებიც მძღოლებს უფასოდ დაურიგდებათ, წარწერა: „ტაქსი თბილისი“ ექნება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმა, რომელიც რამოდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. შემოდის კატეგორიები. ტაქსები იქნება თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: „ტაქსი თბილისი“.

მანათობლები უკვე მზადდება და უახლოეს მომავალში თბილისში იქნება. ეს მანათობლები საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. როგორც იცით, ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ. რეფორმის შემდგომ ეტაპებზე დამატებით დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას ახლო მომავალში მივაწვდით”,-აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად