კალაძე: “სვეტის” მიერ დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია მ2 განახორციელებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, ვინც ჩართული იყო ამ პრობლემების მოგვარებაში – საინიციატივო ჯგუფი, შესაბამისი უწყებები.

აქ მარტო დედაქალაქის მერია, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებდა ამ უდიდეს პრობლემას. აქ ჩართული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველას უკლებლივ მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და ათასობით ადამიანის გახარებისთვის“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად