კალაძე: “შუახევიჰესის” მშენებლობას საფუძველი ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს ჩაეყარა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "შუახევიჰესს" საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი უწოდა. მისი თქმით, ეს პროექტი ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გაძლიერებს. 

"ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რომელიც დასრულდა, გუშინდელი დღესავით გვახსოვს, როდესაც ამ პროექტის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი 2013 წელში, მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო. ეს პროექტი უკვე დასრულდა და ნიშნავს იმას რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს, განვითარდეს და წინ წავიდეს და შეეძლოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა როგორც პროექტის დაწყებისას ასევე მისი დასრულების შემდეგაც.

ნამდვილად მივესალმები და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს ასეთი საინტერესო მნიშვნელოვანი პროექტები იქნება განხორციელებული", – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად