კალაძე: შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება

შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“გუშინ მოსახლეობას წარვუდგინე „ისუზუს“ და „მანის“ მარკის 54 ავტობუსი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში 15 სხვადასხვა მარშრუტზე ჩანაცვლდებიან. რა თქმა უნდა, გრძელდება ახალი ავტობუსების შესყიდვის პროცესი და მომავალი წლის ბოლომდე, როგორც ვთქვი, სრულად ჩანაცვლდება ყველა ძველი ავტობუსი. შემიძლია წავიტრაბახო, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება თბილისს.

როდესაც ამ პროექტის განხორციელებას დავასრულებთ, ეს იქნება ახალი, განახლებული ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები მთლიანად, ყველა ახალი იქნება. პარალელურად, მიკროავტობუსები უნდა ჩანაცვლდეს აუცილებლად.

ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარებს და მართლაც ძალიან მაგარია, ვფიქრობ, ამას საზოგადოებაც ხედავს და აფასებს, თუმცა რეფორმა ჯერ არ დასრულებულა და იქნება შემდეგი ეტაპები“,-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად