კალაძე: შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სტრასბურგში, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სტრასბურგში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და წერს.

“აღმაშფოთებელია ის, რაც სტრასბურგში მოხდა. ცივსისხლიანმა მკვლელმა არ დაინდო სრულიად უდანაშაულო ადამიანები. როგორც ვიცით, დაღუპულია სამი, ხოლო დაჭრილია თორმეტი მოქალაქე. იმედი მაქვს, დროულად დადგინდება ჭეშმარიტება და დამნაშავე პასუხს აგებს. მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, სტრასბურგში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც წინასაშობაოდ ამ შემაძრწუნებელი ტრაგედიის მოწმენი გახდნენ და მთელ საფრანგეთს”, წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, სტრასბურგის ცენტრში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი სროლისას 4 ადამიანი დაიღუპა, 12 დაიჭრა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად