კალაძე: სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული ალეას რეაბილიტაცია-მოწესრიგება იგეგმება

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქალაქში მწვავე სივრცეების არსებობა, არსებული პარკების, სკვერების რეაბილიტაცია განვახორციელოთ და ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა განხორციელდეს. რადგან ვფიქრობთ, რომ დღეს რაც ალამაზებს და სჭირდება ჩვენს ქალაქს ეს არის მწვანე სივრცეების შექმნა, არსებულების მოწესრიგება და რა თქმა უნდა, თავიდან ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა.

მოსკოვის გამზირზე არის ალეა, რომელიც საკმაოდ დიდი, დაახლოებით 4 კმ-ის სიგრძისაა, საუბარი მაქვს გზა გამყოფზე, მოცულობითია და მინდა დავავალო გუგა გიგაშვილს დაიწყოს პროექტის მომზადება, რომ მომავალი წლიდან შევძლოთ ამ ალექს გაკეთილშობილება. დღეს იქ არსებული მდგომარეობა არის ძალიან რთული, ძალიან მძიმე.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს ამ სივრცით, როდესაც ის გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება. იქ შესაძლებელია ველობილიკების და ბავშვებისთვის სპეციალური სივრცის გაკეთება. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ რომ ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე იყოს ქალაქში. მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელება.

რამდენიმე დღის წინ ვიყავით სამგორის რაიონში, შანხაის დასახლებაში, სადაც კორპუსებს შორის არსებული სივრცე მოვაწესრიგოთ და უნდა გენახათ, რამხელა სიხარული იყო, როგორი ბედნიერი იყო ხალხი განხორციელებული პროექტით. ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება სპეციალური სივრცე თავისი სტადიონებით, მწვანე ადგილებით, კეთდება ფანჩატურები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ჩავიდნენ და ნაღდი, დომინო ითამაშონ, შეკრების ადგილი იყოს. ბევრი გვაქვს ასეთი ადგილი ქალაქში, რომელიც მოუწესრიგებელია და ამას უნდა დავუთმოთ ძალიან დიდი ყურადღება”,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად