კალაძე: საახალწლო კონცერტზე ესტრადის ყველა ვარსკვლავი მონაწილეობს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მინდა შევეხო საახალწლო ღონისძიებას. დღეს, საღამოს 20:00 საათზე იქნება ნაძვის ხის ანთების ოფიციალური ცერემონია, სადაც მინდა დავპატიჟო ყველა. აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. მობრძანდით, ცოტახნით გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკა. მობრძანდით, წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები.

მთავრობის წევრებსაც გეხებათ ეს. თბილად ჩაიცვით, ცოტა ცივა. საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იქნება. იქნება ნაძვის ხის ანთების ცერემონია, დატვირთული თეატრალური წარმოდგენით. ძალიან საინტერესო იქნება.”-ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, საახალწლო კონცერტზე ყველა ესტრადის ვარსკვლავი მონაწილეობს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

“ყველა ესტრადის ვარსკვლავი მონაწილეობს ჩვენს საახალწლო კონცერტებში განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ყველა ჩართულია. დარწმუნებული ვარ საკმაოდ საინტერესო საახალწლო დღეები ელოდება დედაქალაქის მოსახელობას”-ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად