კალაძე რიჟვაძეზე: დარწმუნებული ვარ, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ის იქნება წარმატებული

ასე შეაფასა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის  ორგანიზაციის თავმჯდომარედ წარდგენა.

“დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრა აჭარაში, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით. კანდიდატურა წარდგენილი იქნა თორნიკე რიჟვაძე.

მინდა წარმატებები ვუსურვო მას. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, თანაპარტიელებთან ერთად, ის იქნება წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება“, – განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მედიასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთის, დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.  ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...