კალაძე რ2-ის საქმეზე: არ ვიცი, საერთოდ რა შუაშია ივანიშვილი, პატივი ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

“მე არ ვიცი, საერთოდ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი”,-ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ დავემორჩილეთ იმ გადაწყვეტილებას, როდესაც ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა დროებით. იგივე მიდგომა და დამოკიდებულებაა ახლა. პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...