კალაძე: ქვეყანა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქვეყანა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ვაქცინით. ვაქცინა და მომსახურება უფასოა”, – ამის შესახებ, თბილისი მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომის დაწყებამდე  განაცხადა.

“2019 წლის იანვარში დაიწყო წითელას ეპიდაფეთქების ლიკვიდაციისკენ მიმართული აცრების კამპანია. მიუხედავად განხორციელებული და მიმდინარე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც სჭირდება წითელას საწინააღმდეგო გეგმიური და არაგეგმიური იმუნიზაცია.

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქვეყანა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ვაქცინით. ვაქცინა და მომსახურება უფასოა,” – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...