კალაძე: ყველა, ვინც ორბელიანის მოედნის არქიტექტურა დღემდე მოიტანა, საპატიო თბილისელია

"ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქალაქი არის ტურისტულად მიმზიდველი და გვაქვს მიზანი, რომ ეს მიზიდულობა კიდევ უფრო გაიზარდოს", – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედანზე განაცხადა, სადაც მან აღნიშნული მოედნის რეაბილიტაცია-რეკოსნტრუქციის დაწყება დაანონსა.

"ძალიან სასიხარულოა ის, რომ ყველწლურად იზრდება ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქალაქში, თუმცა პოტენციალი ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი", – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მათი ვალდებულებაა ძველ თბილისში მცხოვრებთა ცხოვრება უფრო კომფორტული და რაც მთავარია უსაფრთხო გახდეს.

"მიდა ვისარგებლო შემთვევთ და ყველა იმ ოჯახს, ვინც თაობები ამ სახლებში ცხოვრობენ და შეძლებისდაგვარად უნიკალური იერსახე შეუნარჩუნეს ძველ თბილისს, დიდი მადლობა მოვახსენო. ჩემთვის ყველა ის ადამიანი, ვინც მოერგო ამ შენობებს, ამ ქუჩებს, არ დააზიანა ფასადები, სადარბაზოები და მთლიანობაში ეს უნიკალური არქიტექტურა დღევანდელ დღემდე მოიტანა, არის საპატიო თბილისელი. 

თბილისის ისტორიული ნაწილი იყო და იქნება მუდამ სიმბოლო ამ ქალაქის დახვეწილი გემოვნების, ჩვენი ხალხის უნიკალური, ტოლერანტობის, აზიის და ევროპის არქიტექტურის ჰარმონიული შერწმის და ქართული ურბანული და ქალაქგეგმარებითი სტილის ჩამოყალიბების. 

ჩვენი ვალდებულებაა ქალაქის წინაშე ეს სახე არ დავაკარგვინოთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს შემდგომ თაობებს ღირსეულად შემოვუნახოთ და შემდეგ ღირსეულად გადავცეთ. 

თბილისი მარადიულია იმიტომ, რომ ისტორიულად ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეები, სიყვარულით და მზრუნველობით ქმნიდნენ ამ მარადიულობას. ჩვენც სიყვარულით გადავცემთ ჩვენს მომავალს მის თითოეულ ქუჩას და ეზოს. ჩვენი მუშაობის ათვლის წერტილი იწყება ზუსტად აქედან, ორბელიანის მოედნიდან. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გავქვს ძლაიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, შესაბამისად, მომდევნო თვეების განმავლობაში დეტალურად გაგაცნობთ ყველა პროექტის შესაებ, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ. იმედი მაქვს, ამ პროექტის განხორციელებაში თითოეული თბილისელის როლი იქნება მნიშვნელოვანი", – აღნიშნა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად