კალაძე: ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაცის, ჩვენ თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ

მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

“ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაცის. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ხალხი და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გონიერებით, განათლებით, განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით და მე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...