კალაძე: პროექტები, რითაც ვარკეთილის მეტროსადგურის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მეტროსადგურების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება, თქვენ იცით, რომ ვარკეთილის მეტროსადგური, რომელიც ჩამოინგრა სერიოზული პრობლემა იყო, დაზარალებულებიც გვყავდა, თუმცა ჩვენი მხრიდან მაშინვე ოპერატიულად იქნა მიღებული გადაწყვტილებები და ყველას მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადეთ.

ამის პარალელურად, ვარკეთილის მეტროს საპროექტო დოკუმენტაცია გადაეგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. გაკეთებული შეფასებებიდან გამომდინარე შეიქმნა საჭიროება, რომ დამატებითი საპროექტო სამუშაოები არის ჩასატარებელი.

ის პროექტები, რომლითაც იყო განხორციელებული ვარკეთილის მეტროსადგურის სამუშაოები, შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ არაფრად არ ვარგა და ყველა საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი”, – აღნიშნავს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად