კალაძე: პრეზიდენტს, ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც ჯარზე საუბრობს

“პრეზიდენტს ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე”,-ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი დაფიქრება მართებს, მითუმეტეს, როდესაც ჯარზე საუბრობს.

“პრეზიდენტს ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე. მითუმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჯარი, გვყავს ღირსეული ჯარისკაცები, გვყავს გმირები, ადამიანები, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი. თვითონ კონტექსტს რაც შეეხება, ცოტა განსხვავებული კონტექსტი იყო შინაარსობრივად რომ შევხედოთ, მის განცხადებას. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციამაც გააკეთა განმარტება.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა “ჩვენ არც ჯარი გვაქვს არც იარაღი, მაგრამ გვაქვს ცოდნა, კულტურა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად