კალაძე:  პასუხისმგებლები ვართ ქალაქში მიმდინარე პროექტებზე, სალაპარაკო არავის უნდა მივცეთ

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, „უპასუხისმგებლო კომპანიების გამო ბრალდებები დედაქალაქის მერზე და მერიაზე გადმოდის“.

“სამწუხაროდ, არსებობს კომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ ღირსეულად თავიანთ ნაკისრ ვალდებულებებს. შემდეგ ვინ არის დამნაშავე? – მერია, კალაძე, რომლებიც ვერ აკეთებენ თავიანთ სამუშაოებს და იმაზე არავინ საუბრობს, რომ კომპანია არის პასუხისმგებელი და ვალდებული.

მეტი ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ასეთი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. მესმის, რომ არის საკანონმდებლო პრობლემები შესყიდვებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის გათვალისწინებით ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ქალაქში მიმდინარე პროექტებზე. რეაქცია და მიდგომები ჩვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი, რომ არავის სალაპარაკო არ მივცეთ”,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად