კალაძე: პარკირების ჯარიმა მას მერე ამოქმედდება, რაც ავტობუსების ჩანაცვლებას მოვახერხებთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარკირებაზე 50-ლარიანი ჯარიმა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ძველი ავტობუსები სრულად შეიცვლება.

„პარკირების ჯარიმის ამოქმედებას რაც შეეხება, ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ ავტობუსების ჩანაცვლებას. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება.

როგორც კი ჩვენ გვეყოლება ახალი ევროპული ტიპის ავტობუსები, რადგან ყვითელი ავტობუსები მძიმე მდგომარეობაშია, მაშინ დაიწყება ამ რეგულაციების ამოქმედება. შეიძლება, ჩანაცვლება მოესწროს წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად