კალაძე: „ოცნებას“ კოალიციური მთავრობა არ დასჭირდება, 60%-მდე აღების შესაძლებლობა აქვს

„ქართული ოცნებას“ არანაირი კოალიციური მთავრობა არ დასჭირდება – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღეს ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც რეალურად აქვს შესაძლებლობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოიპოვოს გამარჯვება ისე, რომ არანაირი კოალიციური მთავრობა არ დაჭირდეს.
რეალურად ძალიან დიდი მხარდაჭერაა ხალხში, დაველოდოთ 31 ოქტომბერს. დაახლოებით 60%-მდე აღების შესაძლებლობ აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. რა თქმა უნდა ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლებზე. მაგრამ, მე ამის თქმის საფუძველს და შესაძლებლობას მაძლევს მოსახლეობასთან შეხვედრები თბილისში და რეგიონებში – ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვინც გაიმარჯვებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ძალიან დიდი უპირატესობით, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად