კალაძე: ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება პირველი ოქტომბრიდან

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო ადგილმდებარეობაზე- ეს არის ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია.

თქვენ იცით, რომ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული არეალი, რომლის რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღვადგინეთ 20-მდე შენობა-ნაგებობა, რომელთაგან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, აშენდა ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია 150-ზე მეტ ავტომანქანაზე და განხორციელდა ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია.

სწორედ ამ ტერიტორიაზე გავავრცელებთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას.
ვფიქრობ, საკმაოდ სწორი და მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან და ავტომფლობელებთან კოტე აფხაზის ქუჩის შემთხვევაში და იმავე ფორმით უნდა განხორციელდება საინფორმაციო კამპანია ორბელიანის მოედნის შემთხვევაშიც. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია: დავარიგოთ საინფორმაციო ბეჭდური მასალები, განვათავსოთ პავილიონი ორბელიანის მოედანზე, რათა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეძლონ მათი სატრანსპორტო საშუალებების სისტემაში რეგისტრაცია, პარკირებით უფასოდ სარგებლობის მიზნით.

ჩვენი გეგმის მიხედვით, ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება პირველი ოქტომბრიდან” განაცხადა კახა კალაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად