კალაძე: ოპონენტებს ისე მოვექცევით, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება

ამის შესახებ, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურანლისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა და შემდეგი შინაარსის იყო, რომ ჩვენ ვიქცევით და მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა ამ წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება, ეს თანამედროვეობა შეეცადნენ, რომ ისევ ჩვენს წინააღმდეგ გამოეყენებინათ, რაც ძალიან ცუდია,” – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად