კალაძე: ოპონენტები ამკვიდრებენ მოსაზრებას, რომ ქვეყანას ფარული მმართველი ჰყავს

ვიცეპრემიერმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "ქრონიკის სტუდია" განაცხადა, რომ ოპონენტები ცდილობენ საზოგადოებაში დამკვიდრომ მოსაზრება, რომ ქვეყანას ფარული მმართველი ჰყავს. 

ჩვენი ოპონენტები ცდილობენ,  საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ ჩვენს ქვეყანას თითქოს ჰყავს ფარული მმართველი, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართავს ხელისუფლებას, მთავრობას და პრემიერი, მინისტრთა კაბინეტი არის ბუტაფორია. გულწრფელად მინდა გიპასუხოთ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და დიდი სიცრუე. 

ჩვენი ოპონენტები ფიქრობენ, ეს დაამკვიდრონ საზოგადოებაში, თუმცა ქართველი ერი ყველაფერს ხედავს, ხედავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება.

ბიძინა ივანიშვილს ქვეყანის მმართველობაში ყოფნის სურვილი თუ ექნებოდა, ის იყო თანამდებობაზე და მას შეინარჩუნებდა კიდეც, მაგრამ როდესაც ის პრემიერმინისტრი გახდა რამდენიმე წლის მერე თავისი ნებით დატოვა თანამდებობა და მით პირობა შეასრულა კიდეც. აქედან გამომდინარე კითხვა მარტივია სად არის აქ ლოგიკა, როდესაც ვამბობთ რომ ფარული მმართველია?", – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად