კალაძე: მზის შვილები არ უნდა დავტოვოთ თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე

თბილისის მერმა სოციალური ქსელის საშუალებით მიმდინარე ვიდეოდიალოგი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვით დაიწყო.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს ამ ადამიანების თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის შექმნისთვის.

„დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზის შვილები არ დავტოვოთ სიყვარულის, ყურადღების, თავისუფალი არჩევანის, განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევქმნით ერთიანი ძალისხმევით  ისეთ საზოგადოებას, რომელიც გააქრობს ყველა ბარიერს, რომლის მიღმაც, სამწუხაროდ, დღეს კიდევ რჩებიან ადამიანები, – განაცხადა თბილისის მერმა.

ვიდეოდიალოგი თბილისის მერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს. კახა კალაძე მოქალაქეთა შეკითხვებს თბილისის ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან და ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების გამგებლებთან ერთად პასუხობს.  

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...