კალაძე: მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ქალაქ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა პარტია ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი, ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ცალკე შეხვედრები და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე.
მე ასევე, მივესალმები საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, აქ საუბარი იყო პროცენტურ ბარიერზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის სამსჯელო და ყველაფერი უნდა განვიხილოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მმართველი გუნდი მზად არის და დასხდენენ მოლაპარაკების მაგიდასთან.“- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად