კალაძე: მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ

მის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ,ვინც  დღეს მთაწმინდის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, მადლობა ნდობისთვის .

მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მათ მინდა მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, რა მონაცემსაც ჩვენი წარმომადგენლები  გვაწვდიან უბნებიდან, დათვლილია  ხმების 75 %  და აქედან 62,5 % არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5% ბატონი შალვა შავგულიძის . კიდევ ერთხელ,  ბატონ ლადო დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო.

ძალიან დიდია სხვაობა და ჩვენ ვვარაუდობთ რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ადამიანები  ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას.

კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,  რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას , რომელიც დღეს აწუხებს მთაწმინდას,  აწუხებს თბილისს და აწუხებს საქართველოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, კახა კალაძემ არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე წუთში განაცხადება გააკეთა და განაცხადა: დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად