კალაძე: მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და გარკვეული დისკომფორტი იქნება

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“წლევანდელი წელი იქნება განსაკუთრებული. მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე, წინასწარ მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ, ეს აუცილებელია და სჭირდება ჩვენს ქალაქს.

იქნება გარკვეული დისკომფორტი, თუმცა სხვანაირად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება თუ გზა არ გადაითხარა, სამუშაოები ძირეულად არ ჩატარდა, ხვალ, ზეგ რომ გასაკეთებელი არ იყოს. ჩვენ მომდევნო დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას განსახორციელებელ პროექტებზე”- ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად