კალაძე: მეუფე იაკობის განცხადებები გახარიას წინააღმდეგაა მიმართული

ასე ეხმაურება, თბილისის მერი, კახა კალაძე, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებს.

კალაძის თქმით, მეუფის განცხადებები გიორგი გახარიას წინააღმდეგაა მიმართული.

“მე მგონია რომ მეუფე იაკობის განცხადებები, პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ჩვენ რამდენიმ თვის წინ მოვისმინეთ მისი განცხადებები გიორგი გახარიასთან მიმართებაში. მგონია რომ ეს ამის გაგრძელებაა”,-ამბობს კახა კალაძე.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად