კალაძე: მეტი სიფრთხილეა საჭირო, კუსტარულად დაყენებული გაზგამათბობლები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათშორის 7 თვის ბავშვი.

“პრობლემა არის იმაში რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, იმასთან დაკავშირებით რომ გაზგამათბობლები რომელიც კუსტარულად არის დაყენებული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ზოგადად პრობლემებს იწვევს ეს. უფრო მეტი კომუნიკაცია, უფრო მეტი ახსნა-განმარტება არის საჭირო,მოსახლეობისთვის.

ცხადია, ეს ადამიანები იქ ცხოვრობდნენ, გაქირავებული იყო მაგრამ ცხოვრობდნენ. უფრო მეტი სიფრთხილე არის საჭირო”,-განაცხადა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის,  დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...