კალაძე: მერობის კანდიდატობა პრემიერმა შემომთავაზა, ივანიშვილი გადაწყვეტილებებში არ ერევა

ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

 

 

"ეს იყო გიორგი კვირიკაშვილის იდეა. არჩევნების შემდეგ პირველი შემოთავაზება იყო პარლამენტის თავმჯდომარეობა, რაზეც მე უარი ვთქვი. სადაც ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა არ შემიძლია, ნამდვილად ვერ ავიღებ იქ პასუხისმგებლობას. ცოტა ხნის შემდეგ გიორგი შემოთავაზება იყო, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თუ წარმადგენდნენ მერის კანდიოდატურაზე, რასაც დავთანხმდი. კარგად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა რას ნიშნავს იყო შენი დედაქალაქის მერი. კარგად მესმის ყველა ის პრობლემა რაც თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებს. მჯერა, რომ ჩვენს გუნდს შესწევს ძალა შევცვალოთ რეალობა 4 წლის განმავლობაში", – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე რა რეაქცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს უპასუხა, რომ გადაწყვეტილებებში ივანიშვილი არ ერევა. 

"ის ინფორმაცია თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს მინისტრთა კაბინეტს, ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც ენმ თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით ავრცელებს. ივანიშვილმა პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო", – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად