კალაძე მეყვავილეებს: მალე, ორბელიანის მოედნის კეთლმოწყობილ გარემოში გააგრძელებთ საქმინობას

დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ორბელიანის მოედნის  რეაბილიტაცია-რეკონსტუქციის სამუშაოები ოფიციალურად გახსნა.

კახა კალაძე პროექტის პრეზენტაციაზე ორბელიანის მოედანზე დასაქმებულ თითოეულ ადამიანს შეჰპირდა, რომ ისინი მალე კეთილმოწყობილ გარემოშო გააგრძელებენ საქმიანობას. 

"ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. ეს არის ის სიმდიდრე, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ სიმდიდრეს სჭირდება მოვლა პატრონობა, გალამაზება და კეთილმოწყობა. 

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ განხორციელებული პროპექტით ვიამაყოთ ჩვენ და მომავალმა თაობებმა. 

მინდა მივმართო იმ ადამიანებს რომლებიც წლების განმავლობაში აქ მუშაობდნე, თუნდაც "პირიმზეში" მუშაობდნენ, თუნდაც მეყვავილეები, რომლების წლების განმავლობაში ყვავილებს ყიდნენ, მინდა მოგმართოთ, ძალინ მალე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა საუკეთესო, კეთილმოწყობილ გარემოში გქონდეთ შესაძლებლობა თქვენი საქმიანობის გაგრძელების". 

ცნობისთვის, პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

პროექტის საერთო ღირებულება 52 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსდება. ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...