კალაძე მელიას საქმეზე: იკვეთება დანაშაულები და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი

ადამიანურად არც ერთი კაცის ციხეში გაშვება არ მსიამოვნებს და რაღაც კმაყოფილებას ვერ მივიღებ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ნიკა მელიას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

“ადამიანურად არც ერთი კაცის ციხეში გაშვება არ მსიამოვნებს და რაღაც კმაყოფილებას ვერ მივიღებ. ვინც არ უნდა იყოს, რა მძიმე პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, რთულია როდესაც ადამიანი მიდის ციხეში, ადამიანურად ვამბობ, მაგრამ მეორე თემა არის, როდესაც პოლიტიკოსი, პოლიტიკური ფიგურა ხარ, ჩვენ ჩვეულებრივ რიგით ადამიანზე მეტად ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. შესაბამისად, ის ქმედება, ის განცხადებები, მოწოდებები რაც ჩვენ მოვისმინეთ 20 ივნისის საღამოს, ეს იყო ძალიან მძიმე და რა შედეგიც მოჰყვა ყველამ ვნახეთ. შესაბამისად, მე ვერ ჩავერევი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მაგრამ ერთს ვიტყვი, ცხადია, იკვეთება დანაშაულები და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად