კალაძე: მე ვთქვი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გავუწევთ ტაქსს კონკურენციას და არა ისე, როგორც გააშუქეს

“დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ ვისაც ტაქსის ფასი აწუხებს, შეუძლია ისარგებლოს მეტროთი”- ინგა გრიგოლიას რეპლიკის საპასუხოდ თბილისის მერმა განმარტება “რეაქციაში” გააკეთა.

კახა კალაძემ არასწორი უწოდა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ მისი განცხადება სრულიად დამახინჯებული კონტექსტით გაშუქდა.

“დღეს მე გავაკეთე განმარტება, რასაც თქვენი გადამღები ჯგუფიც იწერდა და შეგიძლიათ ეს ვიდეო აჩვენოთ მაყურებელს. მე ზოგადად ვსაუბრობდი თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომლის მთავარი ამოცანაც არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ისეთი პოპულარული, ადამიანებს საკუთარ ავტომობილებზე ათქმევინოს უარი. რაც შეეხება ტაქსს, მას თავისი მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კონკურენციას გაუწევს ტაქსს. ჩვენ გვექნება ახალი ავტობუსები, განახლებული მეტრო და სწორედ მას შევთავაზებთ მოსახლეობას,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად