კალაძე: მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა კონკრეტულმა დეპუტატებმა კი არა, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

“მოთხოვნას და განცხადებებს რაცას ჩვენ ვისმენთ, შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება, იქიდან გამომდინარე, რომ ამას ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ანუ, აუცილებელია განხორციელდეს კონსტიტუციაში ცვლილებები, როგორც “გერმანული მოდელის” შემთხვევაში იყო.

დღეს, ჩენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რამე ცვლილება განვახორციელოთ. შესაბამისად, ის მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვისმენთ, მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ეტაპზე მისი განხორციელება შეუძლებელია.

თუ მათ სურვილი აქვთ, რომ მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა იყოს, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მსახლეობამ  და არა რამდენიმე კონკრეტულმა დეპუტატმა”, – განაცადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის: დიმიტრი ხუნდაძე და კიდევ 9 მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად