კალაძე: მას შემდეგ რაც ვთქვით, რომ ვიყავით სალომე სამადაშვილის ქვეყნიდან, შეგვიშვეს ევროპარლამენტში

მას შემდეგ რაც ვთქვით, რომ ვიყავით სალომე სამადაშვილის ქვეყნიდან, შეგვიშვეს ევროპარლამენტში- ასეთი ირონიული კომენტარით გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე ნაციონალური მოძრაობის წევრ სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, თითქოს კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს ევროპარლამენტში არავინ ხვდება, რადგან მათ არ იცნობენ.

“როგორ შეიძლება სამადაშვილის განცხადებებს სერიოზულად უპასუხო, იმდენად აბსურდულია. დიახ, არავინ გვიცნობს მე და ირაკლი კობახიძეს, არც საქართველოს შესახებ სმენიათ რამე და ევროპარლამენტის შენობაში მას შემდეგ შეგვიშვეს, რაც ვთქვით, რომ ვიყავით სამადაშვილის ქვეყნიდან,”- განაცხადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ კითხვაზე კომენტირებისას.

შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ახლა კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა.😞”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად