კალაძე: მარტიდან, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას ვიწყებთ

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მინდა ახალი პროგრამა შევთავაზო თბილისელებს. მარტიდან დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას.

მოგეხსენებათ, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, მის მკურნალობას სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა. ჩვენ არასდროს არ დავტოვებთ ადამიანებს პრობლემების პირისპირ.

დაფინანსება, მკურნალობისთვის წლიურად ერთი პაციენტისთვის დაახლოებით საჭიროა 24 ათასი ლარი. სოციალურად დაუცველებისთვის 100% ით იქნება დაფინანსება, ხოლო ვინც ამ სტატუს არ ატარებს 80%-ით მათ დაუფინანსდებათ. ადრეულ სტადიაზე აღნიშნული დაავადების მკურნალობა სრულფასოვან ცხოვრებას ნიშნავს” – ამბობს კალაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად