კალაძე: ლარის კურსი ყველასთვის პრობლემაა, ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას

“რა თქმა უნდა ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.”,-ამის შესახებ, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისასა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ ლარის ვარდნაზე გავლენა იქონია, როგოც საგარეო ასე საშინაო ფაქტორებმა.

“ყველა ფაქტორმა იქონია ალბათ გავლენა, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა, ყველაფერმა ერთობლიობაში მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს დღეს. ლარის კურსი პრობლემა არის ყველასთვის და შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც იქნა გადადგმული, ტენდენცია წამოვიდა დასტაბილურებისკენ, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. რა თქმა უნდა ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. წარმოუდგინოს საზოგადოებას გეგმა და რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ ეს პრობლემა იქნეს მოხსნილი,“-განაცხადა კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...