კალაძე კონგრესმენების წერილებზე: განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ცდება ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას

განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და ასეთი ტიპის განცხადებები, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ამერიკელი კონგრესმენების წერილების სერიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.

„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ცდება ყოველგვარი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი რას წარმოადგენს ეს კომპანია. მხედველობაში მაქვს „ფრონტერა“.”ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად