კალაძე ხაზარაძეზე: რა გადაარჩია პროგრეს ბანკში?! ფუნთუშეულია და ქიშმიშები ამოიღო?

ბატონი ხაზარაძე გამოდის და ამბობს, რომ რაღაცები გადავარჩიეო – რა გადაარჩია, რას ნიშნავს – ფუნთუშეულია, ქიშმიშები ამოიღო?! თუ… გაუგებარია, მეცინება ხოლმე. ადამიანს, უბრალოდ, რომ ვუსმენ. დგას და ცდილობს რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „პროგრესბანკსა“ და „ფულის გათეთრებასთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ასევე, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს

პროგრესბანკს“ არანაირი შეხება არ ჰქონია „ფულის გათეთრებასთან“ დაკავშირებით. ვინც ბანკთან მიმართებით ერკვევა და გარკვეული შეხება აქვს, მსოფლიოში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ბანკს,რომლის პორტფელში არ იყოს მაგალითად, ცუდი კრედიტები, ის კომპანიები, ვინც სესხს ვერ ემსახურება ან პირიქით. არ არსებობს ასეთი რამ. ამიტომ, ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ჩემთვის გაუგებარი იყო. რაც შეეხება ტრანზაქციებს, საუბარი იყო ერთ-ერთ ჰოლდინგზე, BMG ჯგუფზე, რომელმაც დღეს განცხადება გააკეთა და აუცილებლად მიდიან სასამართლოში იმიტომ, რომ იყო ცრუ, არასწორი ინფორმაცია. რაც შეეხება ოფშორებში გადარიცხვებს ამას, ყველა ბანკი, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, აკეთებს გადარიცხვა-გადმორიცხვებს. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს ყველაფერი არ არის კანონდარღვევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისი ბანკსა და სოსიეტე ჟენერალს შორის გარიგება 2016 წლის სექტემბერში დაიხურა. თიბისიმ რესპუბლიკა ბანკის 93%-იანი წილი შეიძინა, ამავე გარიგების ფარგლებში მოხდა პროგრეს ბანკის აქტივების შესყიდვაც. სულ გარიგება 315 მილიონ ლარად შეფასდა.

ეროვნულმა ბანკმა კი პროგრეს ბანკს საქმიანობის ლიცენზია ამავე წლის ოქტომბერში გაუუქმა.

პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, პროგრეს ბანკის 22%-იან წილს ბიძინა ივანიშვილიც ფლობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად