კალაძე ხაზარაძეზე: 90-იანების ვორდინგით თავის რესპექტაბელურობას დიდხანს ვერ წარმოაჩენს

მე ადამიანურად ვურჩევდი მამუკა ხაზარაძეს – არ მგონია, რომ ამ სექსისტური განცხადებებით და 1990-იანი წლების ვორდინგით, დიდი ხნის განმავლობაში მოახდინოს თავის რესპექტაბელურობის წარმოჩენა”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.

„მამუკა ხაზარაძესთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, ბიზნესიდან გამომდინარე ვიცნობდი ამ ადამიანს, შეიძლება ითქვას, ბადრისთან უფრო… სხვადასხვა საკითხებზე გვქონდა შეხება, ქალაქის მერი ვარ, მანამდეც, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი სხვადასხვა პროექტები ჰქონდათ.

არასდროს მიმიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ ჩემი თანამდებობა, პოლიტიკური რესურსი გამომეყენებინა ვინმეს წინააღმდეგ. ამას არასდროს ვიკადრებ.

ვინც დადებითად არ არის განწყობილი, შეიძლება კარგ რამეს აკეთებს და ამაში მე ხელი შევუშალო, ეს ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. დღესაც ამ პრინციპებით ვცხოვრობ. ისინი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. მერიასთანაც აქვთ შეხება. სხვათა შორის „თიბისი ბანკი“ დედაქალაქის მერიას ემსახურება და საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად