კალაძე: ხაზარაძეს განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფდი, ჩვეულებრივ პარტიას შექმნის, ასეთი ბევრი გვინახავს

– ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის მოძრაობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ძლიერი ოპოზიციის არსებობა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

“ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მას ექნება მხარდაჭერა, მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ხედვებს წარუდგენენ მოსახლეობას.

როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვა წარსულს, აწმყოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას აღვიქვამ კონკურენტად. ეს შეიძლება იყოს ერთკაციანი, ორკაციანი პარტიები. მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, როგორც ხდება ხოლმე. ბევრი გვინახავს ასეთი,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად